Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად

მარშალ პრესი 23/05/2022

ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგა უამრავი ნაბიჯი, მათ შორის, ყველა პლატფორმაზე, გამოვხატეთ პოლიტიკური მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეგახსენებთ, რაში გამოიხატებოდა ეს მხარდაჭერა: იგივე გაეროში ვიყავით რეზოლუციის თანასპონსორი, რაც მაგალითად მოლდოვამ ვერ გარისკა თავის დროზე; ჰააგაში მხარი დავიჭირეთ სარჩელის შეტანას სისხლის სამართლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ; ეუთოში მხარი დავუჭირეთ შესაბამის საკმაოდ მკაცრ რეზოლუციას; ევროსაბჭოში მხარი დავუჭირეთ რუსეთისთვის სტატუსის შეჩერებას. ეს იყო პოლიტიკური ქმედითო ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ასევე, შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტი: გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ინტენსიურ თანამშრომლობაში ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისთვის
Next: ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025