Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციას: საჯაროდ გამოვიდნენ და ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად – საჯარო კითხვებზე საჯაროდ გაგცემთ პასუხს, იგივეს ველით დაქირავებული ლობისტებისგანაც

მარშალ პრესი 23/05/2022
ირაკლი კობახიძე

„მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებს მმართველი გუნდი საჯაროდვე გასცემს პასუხს.

„იგივეს ველით თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით, ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რომელზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე, ხშირად მიგვანიშნებენ, თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მაშინ, როცა ქვეყანა ევროკომისიის დასკვნის მოლოდინშია, მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს. მაგალითისთვის, ოპოზიციის ნაწილს გასულ კვირაში შეხვედრები ბრიუსელში, ბერლინსა და ტალინში ჰქონდათ. გავრცელდა ლობისტებთან შეხვედრის ფოტოებიც. რადიკალური ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ მათ ქვეყნის მხარდასაჭერად იმუშავეს. მათთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: რამდენიც არ უნდა იარონ ბნელ დერეფნებში და ეცადონ საქართველოს დისკრედიტაციას, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი შიდა ძალები თავისას ვერ მიაღწევენ
Next: ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.