Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: რამდენიც არ უნდა იარონ ბნელ დერეფნებში და ეცადონ საქართველოს დისკრედიტაციას, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი შიდა ძალები თავისას ვერ მიაღწევენ

მარშალ პრესი 23/05/2022
დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები თავისას ვერ მიაღწევენ და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე სვლას გააგრძელებს.

„რასაც არ უნდა აკეთებდნენ, რამდენიც არ უნდა იარონ ბნელ დერეფნებში და როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს დისკრედიტაციას, რათა ქვეყანამ ვერ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ისტორიულადაც და დემოკრატიული განვითარების კუთხითაც, ცხადია, საქართველოს ეკუთვნის, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი შიდა ძალები თავისას ვერ მიაღწევენ“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

მაშინ, როცა ქვეყანა ევროკომისიის დასკვნის მოლოდინშია, მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს. მაგალითისთვის, ოპოზიციის ნაწილს გასულ კვირაში შეხვედრები ბრიუსელში, ბერლინსა და ტალინში ჰქონდათ. გავრცელდა ლობისტებთან შეხვედრის ფოტოებიც. რადიკალური ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ მათ ქვეყნის მხარდასაჭერად იმუშავეს. მათთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს
Next: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციას: საჯაროდ გამოვიდნენ და ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად – საჯარო კითხვებზე საჯაროდ გაგცემთ პასუხს, იგივეს ველით დაქირავებული ლობისტებისგანაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.