Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ყველაზე დიდ მძევლობაში ეს პატარა ბიჭები და გოგონები ისევ და ისევ იმ ძალებმა აიყვანეს

მარშალ პრესი 13/05/2024
david kartvelishvili

„ყველაზე დიდ მძევლობაში ეს პატარა ბიჭები და გოგონები ისევ და ისევ იმ ძალებმა აიყვანეს, სადაც:

1) პირველ რიგში – უმდიდრესი “ენ-ჯე-ო”-ს ლიდერები არიან, რომლებიც საკუთარ სხეულზე ნაკაწრებსაც არ დაუშვებენ, 2) მეორე რიგში – წინა რეჟიმის ჯალათები და ამჟამინდელი გაცვეთილი პოლიტიკოსებია და 3) მესამე რიგში გამოვყოფდი – ცნობილ ქართველ და რუს ნარკოდილერებს.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ახალგაზრდა ადამიანს ჯერ კიდევ “მოკლე” ოპერატიული მეხსიერება აქვს, ამიტომ დიდ ცხოვრებაში მის ამჟამინდელ წარუმატებელ გამოცდილებას, სერიოზულად დამაზიანებელი ეფექტი ვერ ექნება.

მისივე თქმით, ამ დღეებზე ალბათ მოგვიანებით და უემოციოდ მოგვიწევს საუბარი, როდესაც გავა დრო, კანონიც იკანონებს, რუსეთიც იქ დარჩება სადაც არის, საქართველო კი იმაზე წინ წაიწევს, სადაც ამჟამად იმყოფება – ჩვენ კი, თავისუფალი ადამიანების საზოგადოებას, მოგვეცემა საკუთარი ღირსებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით ზუსტად იმ ფასეულობების მიმართ ერთგულების გამოვლინების საშუალება, რომლებსაც დღეს “ცრუ-მესიების” მიერ შემოგდებული “ცრუ-ნარატივებით” ასე უშედეგოდ ცდილობენ.

„ყველაზე დიდ მძევლობაში ეს პატარა ბიჭები და გოგონები ისევ და ისევ იმ ძალებმა აიყვანეს, სადაც:

1) პირველ რიგში – უმდიდრესი “ენ-ჯე-ო”-ს ლიდერები არიან, რომლებიც საკუთარ სხეულზე ნაკაწრებსაც არ დაუშვებენ,

2) მეორე რიგში – წინა რეჟიმის ჯალათები და ამჟამინდელი გაცვეთილი პოლიტიკოსებია და

3) მესამე რიგში გამოვყოფდი – ცნობილ ქართველ და რუს ნარკოდილერებს. აი ამ “ლიდერების” გარემოცვაში, მათი წინამძღოლობით, სულ რომ რეალობას წარმოადგენდეს ქოუჩების მიერ ნეირო-ლინგვისტურად დაპროგრამირებული აბსოლუტური სიცრუე – ვერც ერთ, “ტაძრამდე მისაყვან ბილიკს” ვერ დაადგები. ეს სიცრუე (“რუსული კანონი”) იმდენად ხელოვნურია და აცდენილია ყოველგვარ რეალობას, რომ პროტესტანტთა რიგებში ვერ ბადებს ახალ დიმიტრი ყიფიანს, ამბროსი ხელაიას თუ მერაბ კოსტავას.

ხოლო მსგავსი ლიდერების, ასევე პროტესტის არა სიცრუეზე, აღქმებზე ან წარმოსახვებზე, არამედ რეალურ საფრთხეებზე დაფუძნების გარეშე – ყოველთვის მიიღებ იმას, რასაც ეხლა ვადევნებთ თვალს: “ცხვრების ფარას”, რომელსაც მწყემსი “მგლებით” აშინებს, არა და მათი ხორცის ყველაზე დიდი მჭამელი თავად არის და მისი დამხმარე ნაგაზები. ახალგაზრდა ადამიანს ჯერ კიდევ “მოკლე” ოპერატიული მეხსიერება აქვს, ამიტომ დიდ ცხოვრებაში მის ამჟამინდელ წარუმატებელ გამოცდილებას, იმედი მაქვს, სერიოზულად დამაზიანებელი ეფექტი ვერ ექნება. ამ დღეებზე ჩვენ ალბათ მოგვიანებით და უემოციოდ მოგვიწევს საუბარი, როდესაც გავა დრო, კანონიც იკანონებს, რუსეთიც იქ დარჩება სადაც არის, საქართველო კი იმაზე წინ წაიწევს, სადაც ამჟამად იმყოფება – ჩვენ კი, თავისუფალი ადამიანების საზოგადოებას, მოგვეცემა საკუთარი ღირსებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით ზუსტად იმ ფასეულობების მიმართ ერთგულების გამოვლინების საშუალება, რომლებსაც დღეს “ცრუ-მესიების” მიერ შემოგდებული “ცრუ-ნარატივებით” ასე უშედეგოდ ცდილობენ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ო’ბრაიენს დახვდება მონობისთვის დაუმორჩილებელი და პარტნიორობისთვის მზადმყოფი ხელისუფლება
Next: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უმრავლესობის წევრებს კიბეებზე დასდევდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ – ამის ნაცვლად, კომიტეტის სხდომაზე შესულიყვნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.