Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ო’ბრაიენს დახვდება მონობისთვის დაუმორჩილებელი და პარტნიორობისთვის მზადმყოფი ხელისუფლება

მარშალ პრესი 13/05/2024
tamar chiburdanidze

„დღევანდელი ბრძოლა ამ კანონზე, რეალურად არის ბრძოლა მორჩილებასა და თავისუფლებას შორის. ხელისუფლება ამსხვრევს იმ ბორკილს, რომელიც უკვე რამდენი წელია ყალბ მეგობრობად ადევს საქართველოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიბურდანიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ო’ბრაიენს საქართველოში მონობისთვის დაუმორჩილებელი და პარტნიორობისთვის მზადმყოფი ხელისუფლება დახვდება.

„დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს, შეძლებს თუ არა პატარა სახელმწიფო დიდ სიმტკიცეს და გამბედაობას? შეძლებს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება გონივრული პრინციპულობით მოიპოვოს სრული სუვერენიტეტი და ქვეყანაში დაასრულოს გარედან მართვის პროცესები? შეძლებს თუ არა ქართველი ერი რწმენისა და ღირებულებების შენარჩუნებას ამ აზვირთებული უღმერთობისა და ამორალური ყოფის ზეობის პერიოდში? შეძლებს! უარეს სიტუაციაშიც შეძლებია ამ პატარა ერს თვითმყოფადობის შენარჩუნება და შეძლებს დღესაც.

დღევანდელი ბრძოლა ამ კანონზე, რეალურად არის ბრძოლა მორჩილებასა და თავისუფლებას შორის. ხელისუფლება ამსხვრევს იმ ბორკილს, რომელიც უკვე რამდენი წელია ყალბ მეგობრობად ადევს საქართველოს. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. თუკი გუშინ ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას ჩვენი სტრატეგიული “პარტნიორების” წინაშე, დღეს ყველაფერი თავის ადგილზე დგება და ხვდებიან, რომ ახალ რეალობაში უწევთ ცხოვრება. ამაზე მოუწევთ შეგუება. ო’ბრაიენს საქართველოში დახვდება მონობისთვის დაუმორჩილებელი და პარტნიორობისთვის მზადმყოფი ხელისუფლება”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა
Next: „ყველაზე დიდ მძევლობაში ეს პატარა ბიჭები და გოგონები ისევ და ისევ იმ ძალებმა აიყვანეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.