Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უმრავლესობის წევრებს კიბეებზე დასდევდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ – ამის ნაცვლად, კომიტეტის სხდომაზე შესულიყვნენ

მარშალ პრესი 13/05/2024
sozar subari1

„კომიტეტის სხდომა ადრე არ დაწყებულა, თავის დროზე დაიწყო – ყველამ იცოდა როდის იწყებოდა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ხელი არავის შეუშლია“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, 13 მაისის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღეს, ოპოზიციონერი დეპუტატები უნდა შესულიყვნენ და ისე მოქცეულიყვნენ, როგორც დეპუტატებს შეეფერებათ.

„კომიტეტის სხდომა ადრე არ დაწყებულა, ზუსტად თავის დროზე დაიწყო – ყველამ იცოდა როდის იწყებოდა და მათთვის [ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის] ხელი არავის შეუშლია, რომ შესულიყვნენ კომიტეტის სხდომაზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უმრავლესობის წევრებს კიბეებზე დასდევდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ამის ნაცვლად, კეთილი ენებათ და კომიტეტის სხდომაზე შესულიყვნენ და მოქცეულიყვნენ ისე, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერებათ. დაიცვან ზრდილობის წესები, ზრდილობიანი განცხადებები აკეთონ და ილაპარაკონ კანონსა და მის არსზე – ნუ დაკავდებიან პარლამენტის კიბეებზე თავიანთი კოლეგების დევნით აღმა-დაღმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: „ყველაზე დიდ მძევლობაში ეს პატარა ბიჭები და გოგონები ისევ და ისევ იმ ძალებმა აიყვანეს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.