Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვუყურებ და მგონია, მართლა დაიჯერა პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათია და უმრავლესობა არ არსებობს

მარშალ პრესი 09/05/2024
giorgi kvakhadze

“ქვეყნის მოყვარული საზოგადოება თვალს ადევნებს ამ უზნეობას, თავგასულობას, ქართველობის აბუჩად აგდებას და მოთმინების ფიალა ევსება.

უდიდესი ისტორიისა და კულტურის ერს წაუკითხაობა არ უხდება და არც თითის ქნევას არ არის მიჩვეული. დამოუკიდებლობა ჩვენი გენეტიკური მოთხოვნაა და ამისთვის თაობებს უბრძოლიათ. არც ამ თაობას გაგვიჭირდება ბრძოლა, თუკი საქართველოს დასჭირდა.”- წერს სოციალურ ქსელში მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძე

თბილისის ქუჩებში გამოსულ ხალხს არც თავისუფლების ჟინი ეტყობა და არც თავის განწირვის შემძლეობა სამშობლოსათვის. მათი ორგანიზატორები კი ძალადობის ინსცენირებით ცდილობენ შექმნან მუხტი და საკუთარ წევრებს სანახაობრივად თავადვე უსწორდებიან. კადრულობენ პრაქტიკულად ყველაფერს. ევროპელობის სანაცვლოდ ხალხს ცალ ფეხზე დგომისკენ მოუწოდებენ და ტრადიციებსაც იოლად თმობენ.

ევროპა ჩვენი ბუნებრივი ადგილია, მაგრამ ღირსებით და არა მის გარეშე. ქართველობა ისტორიულ პასუხისმგებლობას ითხოვს და არა სხვის ფულზე დამოკიდებულებას.

რუსთაველის პროსპექტზე, რომ კაცი და ქალი ამოსაცნობი გახდება ე.ი. მათ ქვეყნის ბედი არ ენდობათ.

ევროპაში ქართველობით, გამჭვირვალობით და ღირსეულად!”– წერს გიორგი კვახაძე.

Continue Reading

Previous: ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში
Next: პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025