Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში

მარშალ პრესი 09/05/2024
gogi meshveliani

“ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში” – წერს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” ინიციირებით, შემოდგომაზე დაგეგმილი მოვლენები ნაადრევად განვითარდა, რაც სცენარის ავტორების და შემსრულებლების ლუსტრაციისა და მათი ქმედებების აღკვეთისთვის საკმარისი დროა. მეშველიანის თქმით, ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია და მორიგ რევოლუციას არ დაუშვებს.

“ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში. “გამჭვირვალობის კანონმა” და მისი ინიცირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, 6 თვით ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც აბსოლუტურად საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი მოსალოდნელი ქმედებების ალაგმვისათვის! ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია, რათა არ დაუშვას მორიგი რევოლუცია! საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს გოგი მეშველიანი.

Continue Reading

Previous: იმის მაგივრად ყოველდღე ბოდიშს უხდიდეთ თქვენგან გამწარებულ ხალხს, დღეს კიდევ ბედავთ და რევოლუციის მოწყობას ცდილობთ
Next: ვუყურებ და მგონია, მართლა დაიჯერა პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათია და უმრავლესობა არ არსებობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025