Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

მარშალ პრესი 09/05/2024
116

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძემ პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი მიულოცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები  1000 ლარს მიიღებენ.

Post navigation

Previous: ვუყურებ და მგონია, მართლა დაიჯერა პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათია და უმრავლესობა არ არსებობს
Next: დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.