Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 30/04/2024
439521098_958781905778276_7169686845201610410_n

„თქვენს პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე. თქვენი შრომა და ყოველდღიური ძალისხმევა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე. 

მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყურადღება გაამახვილა ქართული ჯარისადმი საზოგადოების უდიდეს ნდობაზე. „ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო. ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ურყევი მხარდაჭერით სარგებლობს,“ – განაცხადა მან. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ისტორიულად ურყევ ღირებულებებს ემყარება და დღევანდელი თავდაცვის ძალებიც ამაყად აგრძელებს წინაპრების მხედრულ ტრადიციებს. 

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედროებს, რომლებმაც, მისი თქმით, არაერთხელ დაამტკიცეს სიმამაცე ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში. მინისტრმა, ასევე მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს პატრიოტების აღზრდისთვის. 

მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების 33-ე საიუბილეო ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.

Post navigation

Previous: „თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას
Next: „თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.