Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას

მარშალ პრესი 30/04/2024
irakli chikovani2

„თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას“,- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას და, განსაკუთრებით, რეკრუტებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს სამხედრო ფიცი დადეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს: „ქართული ჯარი, თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო უკეთესად ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი, უფრო მეტად დაფასებული“.

ირაკლი ჩიქოვანმა სახელმწიფოებრივი მიზნისკენ – საქართველოს დაცვისკენ მიმართულ გზაზე საზოგადოებისა და ჯარის კონსოლიდაციაზეც გაამახვილა ყურადღება. „რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს – დაიცვას ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მან.
აღნიშნულ თემებზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები

დაესწრნენ.
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.

 

Post navigation

Previous: „ჩვენი გმირები განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას“
Next: სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.