Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“

მარშალ პრესი 30/04/2024
irakli chikovani2

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას, ყურადღება ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე გაამახვილა და მათ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, მომავალში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება: „მსურს, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

დღეს, როდესაც საფრთხეშია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელსა და საზოგადოებას თავდაცვის ძალების დაარსების დღე ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა.

Post navigation

Previous: სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე – ირაკლი ჩიქოვანი
Next: დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.