Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა

მარშალ პრესი 21/05/2022
ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქარელში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდობის ქუჩაზე, ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა გააცნო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

როგორც ზაზა გულიაშვილმა აღნიშნა, აუზი ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს. პროექტის მიხედვით, სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი. პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.

Post navigation

Previous: მთავრობის მეთაური შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
Next: მთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.