Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთავრობის მეთაური შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

მარშალ პრესი 21/05/2022
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია.

მთავრობის მეთაურს ადგილზე მასპინძელმა ფერმერებმა, ელზა ოქროპირიძემ და ვლადიმერ მარიამიძემ უმასპინძლეს, რომელთაც სოფელ ქვემო ნიქოზში 1.10 ჰა მიწა აქვთ რეგისტირებული და პრემიერის მიერ ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” სარგებლობენ.

პრემიერი სასათბურე მეურნეობის მიმდებარედ სოფელში მცხოვრებ ფერმერებსაც შეხვდა და მათთან ერთად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები განიხილა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, 100 ათასზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა.

როგორც ფერმერებთან შეხვედრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის მეთაურს განუმარტა, 1200-ზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გაააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარებაც გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია.

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ავტობუსში მამაკაცმა მეუღლე შვილების თვალწინ ყელის არეში დაჭრა
Next: პრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.