Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მარშალ პრესი 21/05/2022
პრემიერი რეგიონებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარეობს ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადის განახლება და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მოსახლეობას გაესაუბრა და მათთან ერთად რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა
Next: პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.