Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის

მარშალ პრესი 25/04/2024
SOZAR SUBARI

„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზე – რომ თავისი კანონმდებლობა მოარგონ იმ ტრენდს, რომლის დამკვიდრებასაც დღეს მსოფლიოში ცდილობენ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ბათუმში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში არავინ არავის ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებს და ეს დაცული იქნება, მაგრამ თავს არ უნდა მოგვახვიონ ის, რაც უცხოა ჩვენი ტრადიციისთვის.

„საკონსტიტუციო ცვლილებები გამორჩეულია ორი რამით, პირველი – მომავალში მისი შეცვლა ძალიან ძნელია. ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ფუნდამენტში ძალიან მყარად ჩაიდება ის ღირებულებები, რომელთა დაცვისთვის არის ეს კანონი მიმართული. მეორე – ეს გულისხმობს საერთო-საყოველთაო ლეგიტიმაციის კიდევ ერთ დამატებით ფორმას- საყოველთაო განხილვას. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრა და აზრის მოსმენა. მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და შესაბამისი საკონსტიტუციო კანონით იყოს ეს უფლებები განმტკიცებული, რათა ვერავინ იფიქროს, საკონსტიტუციო ან რომელიმე საერთაშორისო სასამართლოებში წასვლა, რადგან საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება ვერც ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, კონსტიტუციით განმტკიცდეს ის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები, რომელიც მოდის ჩვენი ისტორიიდან, ტრადიციიდან და რომელიც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი რელიგიის ადამიანისთვის.

Continue Reading

Previous: თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე გამოჩნდება თუ, სად დგას ქართველი ხალხი
Next: ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025