Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე გამოჩნდება თუ, სად დგას ქართველი ხალხი

მარშალ პრესი 25/04/2024
438809200_814839914031929_7337959581308513704_n

აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე გამოჩნდება თუ, სად დგას ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება.

მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაც განიხილა. აქტიურად მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტი გააუმჯობესებს მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიურ მდგომარეობას. ბათუმს ახალი, ოლიმპიური სტანდარტების, ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება.

უკვე ცნობილია, რომ ახალი ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს და ყველა სამინისტროს, რომელიც ეხმარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში.

აჭარაში წარმატებით ხორციელდება “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამა. სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5 016 840 ლარი შეადგინა. გასულ კვირას 30-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრისი.

დასკვნით ეტაპზეა ,,ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ფაზა და მომდევნო თვიდან, ეტაპობრივად დაიწყება ბინების იქ მცხოვრებლებისთვის გადაცემა – ,,ეტაპობრივად 582 ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით.

გრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. 2024 წელს პროგრამის ფარგლებში, 2170 ჰექტარი ფართობი დამუშავდება, რაც შექმნის უფრო მეტ დოვლათს ფერმერებისთვის.

აჭარაში მზარდია საერთაშორისო ვიზიტების დინამიკა, რაც აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64%-ით არის გაზრდილი. ბათუმი დასახელდა ევროპის ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქალაქებთან ერთად ევროპის ხუთეულში, რაც არის ძლიერი საფუძველი, რომ ქალაქი წარმატებით უმასპინძლებს მილიონობით მოგზაურს აჭარაში.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის მიმდინარეობა თითოეულ მუნიციპალიტეტში, განისაზღვრა პროექტების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფისთვის საჭირო პროცედურები და დასრულების ოპტიმალური ვადები, იმსჯელეს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზეც.

Continue Reading

Previous: ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას
Next: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025