Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას

მარშალ პრესი 25/04/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი.

„რეზოლუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობასა და იბრძვის რეალური სუვერენიტეტისათვის, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა, ჩაიდინა უამრავი დანაშაული და ნაბიჯ-ნაბიჯ გახადა ქვეყანა საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული, თავისუფლად შეუძლიათ 400 ეგზემპლარად გადაამრავლონ, ჯერ ექვსად, მერე ოთხად, ბოლოს კი ორად გადაკეცონ და შეიტენონ ბალიშის ქვეშ, რომ ღამღამობით იკითხონ ხოლმე! მოკლედ, როდესაც არ სურთ რეალობა დაინახონ, დემონსტრირება უნდა მოუწყო. ჰოდა, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის
Next: თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.