Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში, ,,აფხაზეთი” ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად – ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!

მარშალ პრესი 25/04/2024
giorgi chakvetadze

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

ჩაკვეტაძის განცხადებით, ამ ჩანაწერით, ევროპის სახალხო პარტიამ რუსეთის ათწლეულების სურვილი გაიმეორა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე საქართველო მკაცრ და დროულ რეაგირებას ითხოვს.

“ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში. ,,აფხაზეთი” ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად.
ჯერ რუსული დაუძახეს, რის მიღებასაც თავად აპირებენ. შემდეგ, სანქციებით დაიმუქრნენ პარლამენტარებმა კანონებზე არ იმსჯელოთო. ახლა კი, საერთოდ რუსეთის ათწლეულების სურვილს თვითონ იმეორებენ. ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის – გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით
Next: 29 აპრილს უნდა შევიკრიბოთ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და შეხედულების გარეშე. ეს საერთო-სახალხო შეკრება არის საქართველოს დაცვის აქტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.