Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის – გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით

მარშალ პრესი 25/04/2024
GIA VOLSKI

დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

როგორც ვოლსკი წერს, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2023 წელს, ლიეტუვიდან რუსეთში პროდუქციის და ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს იმავე მაჩვენებელს. გარდა ამისა, დეპუტატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ “ცეცხლმოკიდებული უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსეთიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 5-6 ჯერ აჭარბებს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის მთელ მოცულობას.”

“დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით.

ცნობისათვის:
2023 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტმა 657 მლნ დოლარი შეადგინა. ლიეტუვის – 2,3 მილიარდი;
საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 168 მლნ დოლარი შეადგინა, ლიეტუვიდან – 180 მლნ. და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.
ესეც საინტერესოა: რუსეთში ვისკის ექსპორტით პირველ ადგილზე ლატვიაა; ცეცხლმოკიდებული უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 5-6 ჯერ აჭარბებს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის მთელ მოცულობას; მიმდინარე წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიმღებთა შორის ევროპაში პირველ ადგილზე საფრანგეთი გაიჭრა, რომლის პრეზიდენტმა, სულ ახლახან, უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანაზე ილაპარაკა.” – წერს გია ვოლსკი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრებზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა, ყველა გრძნობს, რომ ეს ცვლილებები ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის აუცილებელია
Next: ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში, ,,აფხაზეთი” ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად – ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.