Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

29 აპრილს უნდა შევიკრიბოთ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და შეხედულების გარეშე. ეს საერთო-სახალხო შეკრება არის საქართველოს დაცვის აქტი

მარშალ პრესი 25/04/2024
mikheil kavelashvili

„როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა – როგორც ეს უკრაინაში მოხდა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს დაანონსებულ აქციაზე ყველა უნდა გავიდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ, თუ რა ღირებულებებს იცავს ხალხი.

„როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა – როგორც ეს უკრაინაში მოხდა. იმ დღესვე დაიწყება ზეწოლა მართლმადიდებლობაზე, ჩვენს სარწმუნოებასა და პატრიარქზე – ამ ყველაფერს ეს ძალები ახორციელებენ.

29 აპრილს ყველა უნდა გავიდეთ, არა იმისთვის რომ ვიღაცას დავანახოთ „ჩვენ უფრო მეტი გვიჭერს მხარს“ და ა.შ. არამედ იმიტომ რომ, ეს ბავშვები გადავარჩინოთ – დაინახავენ თუ სად დგას მთელი საქართველო. დაინახავენ სიყვარულს, მათი მშობლების თაობას, ბებია-ბაბუას და თანატოლებს – თუ რატომ გამოვიდა ეს ხალხი გარეთ და რას იცავს. სხვანაირად ამ ბავშვებთან დიალოგში ვერ შევალთ. გვაქვს განცდა რომ საკუთარი სამშობლო უნდა დავიცვათ. შევიკრიბოთ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და შეხედულების გარეშე. 29 აპრილის საერთო-სახალხო შეკრება არის საქართველოს დაცვის აქტი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში, ,,აფხაზეთი” ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად – ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!
Next: მიგვაჩნია, რომ დღეს ევროპას არანაკლებ ჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ – “ხალხის ძალის” განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.