Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრებზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა, ყველა გრძნობს, რომ ეს ცვლილებები ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის აუცილებელია

მარშალ პრესი 25/04/2024
sozar subari1

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების ნაწილი შეაფასა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უკვე მეოთხე შეხვედრა ჩატარდება, წინა შეხვედრებზე კი დამსწრეთა მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა გამოიხატა.

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ოჯახური ღირებულებების დაცვას ემსახურება, დღეს მეოთხე შეხვედრა გაიმართება. უნდა ვთქვა, რომ პირველ სამ შეხვედრაზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა. ყველა კარგად ხვდება და ყველა გრძნობს, რომ ეს აუცილებელი ცვლილებებია იმისათვის, რომ დავიცვათ ის ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც ჩვენი რელიგიიდან, სარწმუნოებიდან, წინაპრებიდან მოგვდევს. დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმშიც ზუსტად იგივე განწყობა დაგვხვდება.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში გაიმართება.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას
Next: ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის – გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.