Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს

მარშალ პრესი 25/04/2024
dimitri khundadze

ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს მათი ფუნქციონირების პერიოდში, იმდენი ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ამით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმიანება.

დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარების მოწოდებები და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან ამ დეპუტატების რიცხვი, საბედნიეროდ ცოტაა.

„ევროპელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენი თავი ჩვენ არ უნდა გვეყუდნოდეს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი ევროპარლამენტში იმდენად ცოტაა, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ჩარევის მიუხედავად, მაინც ვერაფერს შეცვლიან. სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის კულმინაციაა რამდენიმე ევროპარლამენტარისაგან საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის დასანქცირების მოთხოვნა. ბიძინა ივანიშვილზე და დეპუტატებზე უკვე შეჩვეულნი ვართ. აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე, რომლის ადრესატიც უფრო პრეზიდენტი იყო, რადგან მათი ერთადერთი იმედი და უსიტყვოდ ყველაფრის შემსრულებელი დღეს მხოლოდ პრეზიდენტია ქვეყანაში.

ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს მათი ფუნქციონირების პერიოდში, იმდენი ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის. იმედია, ამას გაითვალისწინებენ ევროპელი ამომრჩევლები და მოახლოებულ არჩევნებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჰქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ
Next: ქართველმა ხალხმა თავისი ხასიათით, პატრიოტიზმით მოახერხა და შეუნარჩუნა ქვეყანას სუვერენიტეტი და ვურჩევდი ევროპელ პარლამენტარებს, რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025