Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართველმა ხალხმა თავისი ხასიათით, პატრიოტიზმით მოახერხა და შეუნარჩუნა ქვეყანას სუვერენიტეტი და ვურჩევდი ევროპელ პარლამენტარებს, რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ

მარშალ პრესი 25/04/2024
dachi beraia

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი დაჩი ბერაია ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარებს რჩევითაც მიმართა. როგორც ბერაია ამბობს, ქართველმა ხალხმა მოახერხა და შეუნარჩუნა ქვეყანას სუვერენიტეტი ევროპელი პარლამენტარები სანქციებით ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებენ.

ბერაია ასევე განმარტავს, რომ ევროპარლამენტში განხილვები მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობს, რითაც მტკიცდება, რომ ისინი ქართული ოპოზიციის ნარატივს იმეორებენ.

„კონკრეტული ევროპარლამენტარები ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საუბრობენ და ფაქტობრივად დაემსგავსნენ ნაცმოძრაობის ზონდერებს. მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველმა ხალხმა თავისი ხასიათით, პატრიოტიზმით მოახერხა და შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი და ვურჩევდი ევროპელ პარლამენტარებს, რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ,“ – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

Post navigation

Previous: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
Next: „ხალხის ძალის” ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.