Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჰქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ

მარშალ პრესი 25/04/2024
438312494_7585067644892439_5025256289858929214_n

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა დღევანდელობის გამოწვევაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებების პროექტები თემებზე: „დეზინფორმაციის გავლენა საპარლამენტო საქმიანობაზე” და „პარლამენტების როლი ფრანგული ენის ხელშეწყობაში”.

„კონფერენციის მთავარი თემა იყო დეზინფორმაციის მართვა და გავლენები. დეზინფორმაციასთან ბრძოლა დღევანდელობის გამოწვევაა. ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ. ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ, რომელიც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრია.

Continue Reading

Previous: ეს გაუბედურებული ხალხია – გიგი უგულავა “ქართული ოცნების” წევრებზე (ვიდეო)
Next: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025