Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 23/04/2024
mamuka mdinaradze5

ისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ ფეიკ კამპანიას.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „ნეტგაზეთის“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის გამოც „ნეტგაზეთმა“ ბოდიში მოიხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ათიდან რვა ფეიკია, დანარჩენი ორიც მანიპულაციურია.

„არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ბევრი ტყუილია მათში, ათიდან შეგვიძლია ვთქვათ, რვა უბრალოდ ფეიკია, ის ორიც მანიპულაციურია. სხვათა შორის, ფეიკებს ავრცელებენ მათ შორის ჩემი განცხადების სახით, მათ შორის, ვინ მიიღებს მონაწილეობას 29 ივნისის შეკრებაში, სრული ფეიკები ვრცელდება. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არც მონაწილეებთან დაკავშირებით, არც ჩვენი განცხადებები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ და აზიარებენ, არცერთი მართალი არ არის. წარმოიდგინეთ, როგორ ისტერიაში არიან, გუშინ ვნახე, ჩემ განცხადებებს „ნაცმოძრაობას“ მიკედლებული ძალიან ცნობილი ადამიანები აზიარებდნენ ჩემს განცხადებას, რომელიც არსად მითქვამს. რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ, ავრცელებენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, სადაც მონაწილეების სიაა გამოტანილი, ვითომ აშავებენ ამ ადამიანებს და ამ დროს არის ფეიკი, რატომ? იმიტომ რომ ეშინიათ, ისტერიული აგონიაა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს- ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი “ქართუ” ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს
Next: თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე, ეს არავის გამოუვა, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.