Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს- ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი “ქართუ” ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს

მარშალ პრესი 23/04/2024
qartu

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
Next: ისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.