Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე, ეს არავის გამოუვა, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება

მარშალ პრესი 23/04/2024
mamuka mdinaradze

წარმოუდგენელია, რომ ცრუ ნარატივით და “ფეიკით” შეფერხდეს საქართველოს გზა ევროპისკენ. ასეთივე ნარატივი იყო სააკაშვილის გათავისუფლებას რომ გვთხოვდნენ, ევროინტეგრაცია შეფერხდებაო. ასეთივე ნარატივი იყო, რომ 12 რეკომენდაციას არ ასრულებთო და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ვასრულებდით და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, ასეთივე ნარატივია დღესაც, ასეთი კამათის და ბრძოლის ფონზე გვიწევს სვლა ევროპის გზაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე ვაჭრობა ვერ იქნება ევროპის რეალური ინტერესი. მანვე აღნიშნა, რომ შეიძლება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაგვიანდეს, მაგრამ ეს იქნება ღირსებით მიღწეული.

„თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე რაღაც ინსტრუმენტებით, ეს არავის გამოუვა, მათ შორის, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება. საბოლოო ჯამში ხომ დაგვიჯერა შარშან ხალხმა, ხომ წამოგვყვა, ხომ არ გამოვიდნენ, ხომ არ აჰყვნენ ცრუ ენჯეოების და ცრუ პარტიების ნარატივს და ხომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, აი ასე გავაგრძელებთ სვლას. ერთი წლით შეიძლება დაგვიგვიანდეს რაღაცები დავუშვათ, მაგრამ რომელი გერჩივნათ თქვენ, კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიგვეღო და ცალ ფეხზე დავმდგარიყავით და ხელი რომ ეკრა ვიღაცას გადავბრუნებულიყავით და გადავჩეხილიყავით სადმე თუ ახლა ის გირჩევნიათ, რომ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ და ამაყად და მყარად ვდგავართ?“- განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე
Next: კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება – თამარ ჩიბურდანიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.