Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს

მარშალ პრესი 23/04/2024
mamuka mdinaradze

როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის – ამაზე პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„ხომ არ უთქვამს ბატონ ბორელს (ჩვენი პატივისცემა მას, ჩვენი დისკუსიისა და ცხარე კამათის მიუხედავად) რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპას საქართველოს? რაც შეიძლება საფრანგეთისთვის უფრო მკაცრი ფორმით, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის – ამაზე პასუხი არ არსებობს.

რაც შეეხება პირობას, როდესაც მე და თქვენ რაღაცაზე შევთანხმდით, მე ვამბობ, რომ გავიწვიე კანონი და აღარ დავაბრუნებ; თქვენ ამბობთ, რომ NGO-სექტორი ისედაც გამჭვირვალეა – როდესაც შემდეგ ის კიდევ უფრო გაუმჭვირვალე ხდება, ჩემი პირობა შეუძლებელია ძალაში იყოს. ჩემი ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად, ისევ დავაინიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: კიბერკრიმინალები სულ უფრო ხშირად იყენებენ თავდასხმებს კონტრაქტორების მეშვეობით
Next: ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს- ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი “ქართუ” ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.