Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა ახალგაზრდებს მივმართო – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 20/04/2024
irakli garibashvili

მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვინ არის ეს ძალა? ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი. ამას მთავრობა და ხელისუფლება იცავს და ასე იქნება მომავალშიც. მთავარი მინდა ვთქვა და მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვინ არის ეს ძალა? ეს არის „ქართული ოცნება“. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი – ჩემი წინა პრემიერობის დროს დაიხურა ეს საკითხი და მაშინ გამოცხადდა, რომ ქვეყანა მიიღებდა უვიზო რეჟიმს.

ამ ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო? 2012 წლამდე ევროპაში მოგზაურობდა მხოლოდ მმართველი ელიტა, რომელიც მაშინ იყო გაპარპაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეეძლო ევროპაში გადაადგილება.

დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი 100 ევროდ და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი? ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ვინ მოიტანა თავისუფალი ვაჭრობა? დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. დამთავრდა საუბარი, მე არ მივიღებ არანაირ კრიტიკას, რომ ჩვენ რაიმე ძალისხმევა დავაკელით და რაღაც არ გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და იმას მივაღწიეთ, რომ ქვეყანას დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს.

პროცესი გრძელდება – აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, პარლამენტს – ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.