Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 20/04/2024
irakli garibashvili

არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გადახედეთ 30-წლიან ისტორიას, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება. საკითხი არის ძალიან სერიოზული. სერიოზული სიტუაციაა მთელს მსოფლიოში. გადახედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს ვგულისხმობ და მიმდინარე საომარ ვითარებას. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი ამაზე, ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას, ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას
Next: მინდა ახალგაზრდებს მივმართო – ირაკლი ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.