Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება

მარშალ პრესი 20/04/2024
irakli garibashvili1

ერთადერთი პასუხისმგებლობიანი ძალა რომელმაც დღეს ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ძალიან რთული ვითარებაა. დაავიწყდა ზოგზოგიერთებს, მსოფლიოში აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების და პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითიდღე ირღვევა და არ ვიცით ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება – ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, რომ 200 მილიარდი დოლარია დახარჯული რუსეთის მხრიდანაც და ეს ომი გრძელდება.

კაცმა არ იცის როდის დასრულდება. ის საფრთხე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის გადმოტანის ჩვენს ქვეყანაში, ეს საფრთხე არსად წასულა, მეგობრებო. იმ უპასუხისმგებლო ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, გადმოეტანათ ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, მინდა მივმართო, რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები ქვეყანაში რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორიც დღეს არის. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ერთადერთი პასუხისმგებლობიანი ძალა რომელმაც დღეს ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: მინდა ახალგაზრდებს მივმართო – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? –

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.