Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა აგლაძის ქუჩის N38-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

მარშალ პრესი 13/04/2024
435678437_830317349137726_9096834148792321953_n

დიდუბის რაიონის გამგეობა აგლაძის ქუჩის N38-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ტერიტორია 5 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა.

პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება ძაღლების გასასეირნებელი სივრცის მოწყობა. ჩატარდება გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, ასევე გაკეთდება შადრევანი. სამუშაოების ღირებულება 1 644 444 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.

Continue Reading

Previous: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნო
Next: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასოდეს არ იყოს საქართველოში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025