Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასოდეს არ იყოს საქართველოში

მარშალ პრესი 13/04/2024
data tavadze

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორმა დათა თავაძემ სცენიდან მაყურებელს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ არ მიიღონ კანონი „გამჭვირვალობის  და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ.

მისი თქმით, „ენა, რომელიც ბრაზს ვერ გამოხატავს, ენა არ არის“ და ამ ენაზე ილაპარაკა ლაზარემ მისი ქმედებით. მანვე აღნიშნა, რომ ასევე თავისუფლებას იმსახურებს ლევან ზურაბაშვილი, რომელიც 2023 წლის 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ გავიდეს. კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ შარშან. ამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენი ერთიანობის იმედი მაქვს. ერთადერთი ასევე უნდა ვთქვათ, რომ ლაზარესავით ამ სპექტაკლში არის ასეთი რეპლიკა „ენა, რომელიც ბრაზს ვერ გამოხატავს, ენა არ არის“ – ლაზარემ სწორედ ამ ენაზე ილაპარაკა, ეს იყო მისი რეაქცია, რეაქცია ენით, რომლითაც სხვანაირად თითქოს შეუძლებელი იყო უბრალოდ დაპირისპირება იმასთან, რასაც ჩვენ ყველა ვხედავდით. ასეთივე ადამიანია ლევან ზურაბაშვილი, რომელსაც ასევე 9 წელი მიუსაჯეს იმ სამი განცხადებისთვის, რომელიც ნახსენები იყო ამ სპექტაკლში – თავისუფლება ლევანს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ საშინელი, ამაზრზენი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასოდეს საქართველოში არ იყოს“, – განაცხადა დათა თავაძემ.

Continue Reading

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა აგლაძის ქუჩის N38-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს
Next: პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025