Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნო

მარშალ პრესი 13/04/2024
011
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი იყო გამოყოფილი პროექტებისთვის სამივე მუნიციპალიტეტში.
წელს ძალიან საინტერესო სტარტი გვქონდა, დავიწყეთ 22 000 000 ლარით და იმედი მაქვს, რომ ეს თანხა კიდევ გაიზრდება. ერთდროულად მიმდინარეობს 56 პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ დამატებითი დაფინანსების პირობებში რამდენიმე ათეულ პროექტს კიდევ მივამატებთ. ყველა ლოკაციაზე მივალთ და ყველგან იქნება შესაბამისი რეაგირება, როგორც სტიქიის, ასევე, დაგეგმილი სამუშაოების ნაწილში“,- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან ერთად, დავათვალიერეთ გურიის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, გავეცანით სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში და ფინანსდება სტიქიის ფონდიდან“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Continue Reading

Previous: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია სებ-ის მიერ რეზერვებში ოქროს დამატებაზე არის სამარცხვინო
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა აგლაძის ქუჩის N38-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025