Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბატონო მილერ, ცოტა ტვინი დააყოლეთ რასაც აკეთებთ – ზურაბ ქადაგიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს

მარშალ პრესი 16/04/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბურთი ჩააწოდა რადიკალებს.

„ტავარი ჩაწვა“ და რანაირად უნდა გასაღდეს, ახალი შეფუთვა თუ მარკეტინგი? მოკლედ, გამჭვირვალობის თემამ ვერ აწია ტემპერატურა და ახლა, სასამართლოს საკითხი წამოწიეს… ეგ ინსინუაცია შარშან გავიარეთ, ბატონო მილერ და ცოტა ტვინი დააყოლეთ რასაც აკეთებთ. თქვენი ადმინისტრაცია მალე „ჩამოლაბორანტდება“ და ამერიკულ-ქართულ ურთიერთობას სერიოზულად დააზარალებს თქვენი უპასუხისმგებლო და მავნებელი პოლიტიკა. ახლა რომ ბურთი ჩაუწოდეთ რადიკალებს, თქვენ გგონიათ ქართველი ხალხი ვერ ხედავს და ვერ ხვდება, ვინ არის ქართველ უსამშობლოთა მთავარი სპარინგ-პარტნიორი და მთელი ეს „ბარდაგი“ საიდანაა მხარდაჭერილი?! გაგიბანძდათ „ნარატივის“ მიწოდების ხერხები და ასე ღიად, დაუფარავად აძლევთ დავალებას ოპოზიციას?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: მთელი ოპოზიციის „ბინძური ხელის“ როლი იკისრა ალეკო ელისაშვილმა
Next: ეს ადამიანები გაყიდულები არიან, ამიტომაც ეშინიათ კანონის მიღების

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.