Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთელი ოპოზიციის „ბინძური ხელის“ როლი იკისრა ალეკო ელისაშვილმა

მარშალ პრესი 16/04/2024
guram macharashvili

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა, კერძოდ, ის დაპირისპირება, რა დროსაც ოპოზიციონერმა ალექსანდრე ელისაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს.

„პარლამენტში ჩხუბი სამწუხაროდ, გვინახავს, მაგრამ ასე უკნიდან მიპარვა, ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს არის მთელი ოპოზიციის ხელი გარტყმული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, რომელსაც ქვეყანაში გამჭვირვალობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სურს.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის. როდესაც შენ გეუბნებიან, რომ კანონი უნდა მიიღო იმის მიხედვით კი არა, თუ რა სჭირდება ქვეყანას, არამედ იმის მიხედვით, რას გეტყვის მაგალითად, რომელიმე გაერთიანების წარმომადგენელი ან სხვა ქვეყნის ელჩი საქართველოში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება შესუსტებული, თუ საერთოდ გაუქმებული არა. ამას ხომ პირდაპირ ამბობენ და არც მალავენ და გამოდის, რომ სუვერენული უფლებები ჩვენ საერთოდ არ გვაქვს. ეს მოცემულობაა დღეს და აქედან გამომდინარეობს, რომ ალეკო ელისაშვილის ხელი დღეს მხოლოდ მდინარაძეს არ მოხვდა. დღეს მთელი ოპოზიციის „ბინძური ხელის“ როლი იკისრა ალეკო ელისაშვილმა და საქართველოს საზოგადოებას დაარტყა – ზუსტად იმ გამჭვირვალობას და სუვერენიტეტს, რომელსაც ჩვენ უცხოეთის ნებისმიერი მოწინააღმდეგისგან ვიცავთ,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ინფორმაცია გამჭვირვალობის კანონის არ არსებობის გამო ვერ მოვიძიე და იქნებ მითხრათ, ვინ ებრძოდა ქართულ სასამართლოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით?
Next: ბატონო მილერ, ცოტა ტვინი დააყოლეთ რასაც აკეთებთ – ზურაბ ქადაგიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.