Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ადამიანები გაყიდულები არიან, ამიტომაც ეშინიათ კანონის მიღების

მარშალ პრესი 16/04/2024
mikheil kavelashvili

„ჩვენ მხარეს არის სიმართლე და უკან არ დავიხევთ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის.

„ჩვენი ბრძოლა სამშობლოსთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, იდენტობისთვის და კულტურისთვის დღეს აქ გადის.

შეხედეთ ამ მავნებლებს, რას სჩადიან, რას ქადაგებენ, რას ითხოვენ და ვისი წარმომადგენლები არიან. მიუხედავად, პოლიტიკური შეხედულებებისა ქართველ ხალხს გავლებული აქვს ხაზი და დარწმუნებულები ვართ, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. და რა არის ეს საქმე? ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ეს ადამიანები [არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები], გაყიდულები არიან, ამიტომაც ეშინიათ ამ კანონის მიღების. იციან, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება რა თანხა აქვთ აღებული სხვადასხვა ქმედებისთვის.

ჩვენ მხარეს არის სიმართლე და უკან არ დავიხევთ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ბატონო მილერ, ცოტა ტვინი დააყოლეთ რასაც აკეთებთ – ზურაბ ქადაგიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს
Next: ევროპარლამენტის ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ უნდა გაამჟღავნოს თავისი დაფინანსების დეტალური განაწილება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.