Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს, შეიძლება ამაზე მსჯელობაც – მამუკა მდინარაძე “გირჩი”-ს კანონპროექტზე

მარშალ პრესი 14/04/2024
mamuka mdinaradze

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, “გირჩის” მიერ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება.

“ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ გონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც. აბა ვნახოთ, იაგოს “გირჩის” მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ჩანს ანტიამერიკული განწყობა, შესაბამისად, “გირჩი” აპირებს პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შეტანას.

Continue Reading

Previous: მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით უპილოტო აპარატებით თავდასხმაზე
Next: ესტაფეტა მადამ სალომემ გადაიბარა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025