Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით უპილოტო აპარატებით თავდასხმაზე

მარშალ პრესი 14/04/2024
netaniahu

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და თავდასხმას უპასუხებს.

„ისრაელის მოქალაქეებო, ბოლო წლებში და მით უმეტეს, ბოლო კვირებში, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან პირდაპირი თავდასხმის შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, „ცაჰალი“ ძლიერია, საზოგადოება ძლიერია“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ერთად ვდგავართ და ღვთის შემწეობით ერთად დავამარცხებთ ყველა ჩვენს მტერს“, – დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.

ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ მოელის, რომ ირანი უფრო ადრე, ვიდრე გვიან თავს დაესხმება ისრაელს.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Continue Reading

Previous: ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა – ამერიკის პრეზიდენტი უსაფრთხოების გუნდთან იწყებს შეხვედრას
Next: თუ რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს, შეიძლება ამაზე მსჯელობაც – მამუკა მდინარაძე “გირჩი”-ს კანონპროექტზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025