Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ესტაფეტა მადამ სალომემ გადაიბარა

მარშალ პრესი 14/04/2024
gia abashidze

აგენტოკრატიის მონობამ სალომე ზურაბიშვილი ჩააქვესკნელა ბრიყვი “ნაცეონჯეოშნიკების” ნიშაში. დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღარაფერი ეტყობა სახელოვანი წინაპრების შთამომავლობის, ქართველობის, ფრანგული დიპლომატობის და მისგან პროტოკოლზე და ეტიკეტზე საუბარი ისეთივე ოქსიმორონია, როგორც ხაბეიშვილის ინგლისური, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უსამშობლოები ზურაბიშვილიდან – ნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში“.

ანალიტიკოსის თქმით, ზნეობრივი დაცემები მრავალი გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ამჟამად ეს ესტაფეტა სალომე ზურაბიშვილმა გადაიბარა.

„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, ერთ-ერთია, რომელიც ზუსტად აანალიზებს მოვლენებს, ხშირად ვითომ აშაყირებენ მარგინალი და უკიდეგანოდ გაუნათლებელი ფსევდოლიბერალები, რომელთათვის გრანტია უწინარესი.

ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, რომლისთვისაც სამშობლო, რწმენა და ღირსებაა ზეპრიორიტეტები, ჯეროვნად აფასებს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში შეუვალ მმართველ გუნდს.

აგენტოკრატიის მონობამ სალომე ზურაბიშვილი ჩააქვესკნელა ბრიყვი “ნაცეონჯეოშნიკების” ნიშაში. დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღარაფერი ეტყობა სახელოვანი წინაპრების შთამომავლობის, ქართველობის, ფრანგული დიპლომატობის და მისგან პროტოკოლზე და ეტიკეტზე საუბარი ისეთივე ოქსიმორონია, როგორც ხაბეიშვილის ინგლისური. ზნეობრივი დაცემები მრავალი გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ამჟამად ეს ესტაფეტა მადამ სალომემ გადაიბარა“, – წერს აბაშიძე.

Continue Reading

Previous: თუ რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს, შეიძლება ამაზე მსჯელობაც – მამუკა მდინარაძე “გირჩი”-ს კანონპროექტზე
Next: ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025