Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება

მარშალ პრესი 13/04/2024
mamuka mdinaradze

არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე განუცხადა.

მდინარაძის თქმით, როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და სალომე ზურაბიშვილმა „ნაცური“ გადაწყვეტილება მიიღო.

„არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა, მის შეწყალებულთა სია გაიხსენეთ და ამით უკვე დასკვნები ადვილი გამოსატანია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასოდეს არ იყოს საქართველოში
Next: სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025