Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც დღეს ამერიკაში მოქმედებს

მარშალ პრესი 10/04/2024
guram macharashvili

„თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც დღეს ამერიკაში მოქმედებს და იმედია, ამის შემდეგ, პრობლემა აღარ ექნება ელჩს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონისგან იმით განსხვავდება, რომ ის ისეთივე მკაცრი არ არის, როგორიც ამერიკული კანონი.

„აშშ-ში რამდენიმე ათეულობით საერთაშორისო „ენჯეომ”კონგრესს წერილი მისწერა, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ბევრი სხვა საერთაშორისო „ენჯეო”, პრობლემა შეექმნებოდათ FARA-ს კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით. თუ FARA-ს კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე”, მაშინ რატომ მისწერეს ეს წერილი ამერიკაში მოქმედმა საერთაშორისო „ენჯეოებმა” კონგრესს?! – რა თქმა უნდა, განსხვავება არის ამერიკის კანონსა და საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ გამჭვირვალობის კანონპროექტს შორის, რადგან ქართული ვარიანტი ისეთი მკაცრი არ არის, როგორიც ამერიკაში მოქმედებს. თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც დღეს ამერიკაში მოქმედებს და იმედია, ამის შემდეგ, პრობლემა აღარ ექნება შეერთებული შტატების ელჩს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკული კანონისგან განსხვავდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ
Next: „გორბის“ კვლევა: პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.