Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ

მარშალ პრესი 10/04/2024
eka sepashvili

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა გააგრძელა მისი წინამორბედის ცრუ რიტორიკა აშშ-ის მიერ საქართველოში დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით, რომელსაც, რატომღაც, კვლავ „დახმარებას“ უწოდებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი წერს. როგორც ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, აშშ-დან არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა და ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი 30 წლის მანძილზე.

„ამას თავი დავანებოთ ამ ეტაპზე… ჯერ ერთი – არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა, ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი 30 წლის მანძილზე, მაგრამ ახლა არც ეს არის მთავარი. მთავარია ის, თუ რაში დაიხარჯა ამერიკული ფული. წინა ელჩს დაჟინებით ვთხოვდით და მოვუწოდებდით, თავი დაენებებინა ზოგადი ფრაზებით საუბრისათვის და პუნქტობრივად ჩამოეწერა, თუ რაში დაიხარჯა ამერიკიდან წამოსული თანხები. ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ. იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად მაინც გვექნება კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე“, – წერს ეკა სეფაშვილი.

Post navigation

Previous: ქართული საზოგადოება ბიომასა გგონიათ და გლობალური ომის პარტიის სამსახურში ათენ-აღამებთ, ჰოდა, არჩევნებზე როცა გახვალთ, „რუჩკებს“ არ ენდოთ, „რუჩკებს“!
Next: თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც დღეს ამერიკაში მოქმედებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.