Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„გორბის“ კვლევა: პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა

მარშალ პრესი 10/04/2024
gorbi

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.

კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – ალოკაციის შემდეგ პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 60.4%
  • ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 12.6%
  • ლელო – 4.7%
  • ევროპული საქართველო – 4.5%
  • საქართველოსთვის – 3.7%
  • გირჩი მეტი თავისუფლება-დროა – 3%
  • „ახალი“ – 1.6%
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი – 1,4%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 0.9%
  • მოქალაქეები – 0.6%
  • ლეიბორისტული პარტია – 0.6%
  • სხვა და არა-ალოცირებული – 6%

შენიშვნა: პარტია „ახალი“ ოფიციალურად დაფუძნდა მას შემდეგ, რაც საველე სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად ეს პარტია კითხვის პასუხებში არ იყო მითითებული. შედეგები, რომელიც წარმოდგენილია ამ პარტიის შესახებ, ეფუძნება რესპონდენტების მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩაატარა.
11-18 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1711 რესპონდენტი, რომლის 68.4 %, ანუ 1170 სავარაუდო ამომრჩეველია.
ეს მაჩვენებელი, სავარაუდო ხმის მიცემის 2 შეკითხვაზე გაცემულ პასუხებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ხმის მიცემის თვითგაცხადებული ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.
ცდომილების ზღვარი: +/- 3%

Post navigation

Previous: თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც დღეს ამერიკაში მოქმედებს
Next: პატარა ილიკო! დიდი ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი, ალბათ, სირცხვილით საფლავში ტრიალებენ – თეა ფირცხალავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.