Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს

მარშალ პრესი 10/04/2024
nino-tsilosani-sesia

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს.

მისივე თქმით, ამ კანონის მსგავსი პრინციპები სხვა ქვეყნებში უკვე მოქმედებს.

“საზოგადოება ადეკვატურად რეაგირებს საკუთარ უფლებაზე, რომ იცოდეს უცხოური ფინანსების შემოსავლისა და გამჭვირვალეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესს ვემსახუროთ. ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ ქვეყანაში აღნიშნული პრინციპი, ამ დასახელებით, თუ ლობისტების შესახებ კანონპროექტით, თუ სხვადასხვა ფორმით, მოქმედებს. გარკვეულწილად, დისკრიმინაციულიც კი არის საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ ამ პრინციპმა არ იმუშაოს ჩვენს შემთხვევაში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის შტაბი გაიხსნა
Next: შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა ერთი წლის წინ, მმართველმა გუნდმა აღარ უნდა გაიმეოროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.