Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა ერთი წლის წინ, მმართველმა გუნდმა აღარ უნდა გაიმეოროს

მარშალ პრესი 10/04/2024
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია მითითებებს ქვეყნის ფარგლებს გარედან იღებს. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოება უკვე ინფორმირებულია და შეცდომა, რომელიც მმართველმა გუნდმა ერთი წლის დაუშვა, როცა გაიწვია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „გამჭვირვალობის კანონპროექტი“, აღარ უნდა განმეორდეს.

„მთავარი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება – ის, რაც შეიძლება ევროპისთვის, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ის, რაც ევროკავშირის წარდგენილ კანონპროექტში არის დასავლური (იგივე საფრანგეთის სენატის ქვედა პალატაში დამტკიცებულ პროექტში კონკრეტული მიმართულებები არის დასაშვები), რატომ არის ქართულ პროექტში, მით უმეტეს, უფრო ლიბერალური დამოკიდებულებით – რუსული? გრძელდება ქართულ პოლიტიკაზე ფინანსური და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა ერთი წლის წინ, მმართველმა გუნდმა აღარ უნდა გაიმეოროს. მით უმეტეს, რომ საზოგადოებას აქვს უფრო მეტი ინფორმაცია. იმას, რომ ეს კანონი რუსულია, ოპოზიცია ხმამაღლა თავადაც ვერ ამბობს და მხოლოდ იშველიებს გარედან მითითებებს. სწორედ ეს არის საფრთხე სუვერენიტეტისთვის,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს
Next: ჩვენ ვხედავთ, რა გაშმაგებული ბრძოლა გამოგვიცხადა მსოფლიომ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.