Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის შტაბი გაიხსნა

მარშალ პრესი 10/04/2024
436340063_806518344864086_6734611232819449765_n

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ტექნიკური ბაზა გააცნო და მავნებლის საპრევენციო ღონისძიებების 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნ.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება და სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მავნებლის საწინააღმდეგო ფერომონების განთავსება დაიწყეს.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით განხორციელდება, შემდეგი ეტაპია, ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება.

Post navigation

Previous: ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ვამხელთ – ანრი ოხანაშვილი ვიდეოს აქვეყნებს
Next: ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.