Skip to content
05/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა

მარშალ პრესი 09/04/2024
eka sepashvili

„ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს თავად განიხილავს, საქართველოსთვის კი ეს კანონპროექტი რატომღაც მიუღებელი უნდა იყოს.

„ევროკომისიამ ევროპარლამენტში განსახილველად ევროდირექტივა წარადგინა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან შესაძლო გავლენებსა და ამ გავლენების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა, სულ მალე, ამ დირექტივის ძირითადი მიზნების შესაბამის კანონმდებლობას მიიღებენ თავიანთ ეროვნულ დონეზე. ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია. ამით, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ მათი უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, საქართველოსი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა. ეს ორმაგი სტანდარტები ანტიევროპულ განწყობებს უწყობს ხელს საქართველოში, ამიტომ, დაუშვებელია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროკავშირში გაჟღერებული ინიციატივა გამჭვირვალობაზე აუცილებელია მათთვის და აკრძალულია ქართველებისთვის?! მეფისნაცვლები „ცეკას“ მეორე მდივნებმა ჩაანაცვლეს და „ცეკა“ – „ენჯეოებმა“, თუ როგორაა ეს ამბავი?
Next: გურიაში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.