Skip to content
05/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 09/04/2024
1011

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

,,1989 წლის 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. ამ ბრძოლას 21 გმირი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი გურიის რეგიონიდან იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ისინი და მადლობას ვუხდი თავისუფლებისთვის”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა
Next: სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.